ახალი ამბები
ახალი წლის დღეებში გამყოფ ხაზთან მიმოსვლა შეწყდება
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით ახალი წლის დღეებში გამყოფ ხაზთან მიმოსვლა შეწყდება.

ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული რესპუბლიკის უსაფრთოების სამსახურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ადგილობრივ ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადმინისტრაციული საზღვარი 31 დეკემბრის 7 საათზე დაიკეტება.

,,საზღვარზე მოძრაობა 1 იანვრის 7 საათიდან აღდგება" - აცხადებს პრეს-სამსახური.

გამშვები პუნქტები ახალგორისა და პერევის მიმართულებით მუშაობენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები