ახალი ამბები
ცხინვალში ბავშვებისთვის საახალწლო კონცერტი გაიმართა (PHOTO)
ცხინვალის ცენტრში, თეატრალურ მოედანზე ბავშვებისთვის საახალწლო ნაძვის ხე დადგეს, სადაც შემდეგ კონცერტი გაიმართა.

დე-ფაქტო მთავრობის პრეზიდენტთან ერთად პატარებს დამდეგი ახალი წელი საგანგებოდ მომზადებულმა სანტა კლაუსმაც მიულოცა.

თეატრალურ მოედანზე შეკრებილ ცხინვალელებს ლეონიდ თიბილოვმა სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, მომავალი 2017 წელი ბავშვების ცხოვრებისთვის უკეთესი იქნება.

დე-ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ნაძვის ხე რაიონულ ცენტრებშიც დაიდგა.

სააგენტო ,,სპუტნიკის" ფოტორეპორტიორის მიერ გადაღებულ ფოტოებში, ძირითადად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაბადებული ბავშვები ჩანან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები