ახალი ამბები
გორის 16 სოფელში ბუნებრივი აირის მიწოდება 31 დეკემბერს 17 საათამდე აღდგება
„სოკარ ჯორჯია გაზი“ მოსახლეობას აცნობებს, რომ 30 დეკემბერს გორის რაიონის სოფ. ქიწნისის მიმდებარედ, წყალგაყვანილობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, დაზიანდა შპს სოკარ ჯორჯი გაზი“-ს კუთვნილი, ნაჭარმაგევი-ტყვიავი-მერეთის მიმართულების მკვებავი გაზსადენი.

გაზსადენის დაზიანების შედეგად გაზმომარაგება შეუწყდა გორის რაიონის 16 სოფელს.

კერძოდ, ტყვიავს, ტირძნისს, ბროწლეთს, დიცს, ფლავს, ფლავისმანს, ქვეშს, ქვემო არცევს, ქერეს, კარბს, მერეთს, არბოს, ქორდის, ზარდიაანთკარს, გუგუტიაანთკარსა და კოშკას - სულ 5000-მდე აბონენტს.

ამჟამად, ავარია ლოკალიზებულია. უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გაზსადენში ბუნებრივი გაზის ჩატვირთვა დაიწყება დილიდან და სავარაუდოდ, გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება ყველა სოფელში 31 დეკემბრის 17:00 სთ-მდე.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“, ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის, მოსახლეობას სთხოვს ყურადღება გამოჩინონ და დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარები.
„სოკარ ჯორჯია გაზი“-ს ცხელი ხაზი 16-144.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები