ხაშურში 10-მდე მოქალაქე სოციალურ ქსელში გაერთიანდა და 7 სულიან
ოჯახს საახალწლოდ დაეხმარა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აქციის ორგანიზატორმა
განუცხადა.
,,მეგობრებმა გადავწყვიტეთ საახალწლო მილოცვა სოციალურად დაუცველი
რომელიმე ოჯახისთვის გაგვეწია. თანხა შევაგროვეთ და ინფორმაციისთვის
მომსახურების სააგენტოს უფროსს დავუკავშირდით. სააგენტოს
ხელმძღვანელის რჩევით, სირმინცკების ოჯახს ვესტუმრეთ" - ამბობს აქციის
ორგანიზატორი.
მისი თქმით, სირმინცკების ოჯახში 4 მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობს.
ოჯახის წევრები სოციალური მომსახურების სააგენტოში სიღარიბის ზღვარს
ქვემოთ მყოფთათვის გათვალისწინებული სტატუსით სარგებლობენ.
პროდუქტების შეგროვებისას გარკვეული წვლილი ხაშურის მაჟორიტარმა
დეპუტატმა სიმონ ნოზაძემაც შეიტანა.
სტატიის გამოყენების პირობები