ცხოველთა დამცველები მოსახლეობას პიროტექნიკის გამოყენებისას ძაღლების
მიმართ სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ა.ა.ი.პ. ცხოველთა
დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ორგანიზაციის
წარმომადგენლებმა განუცხადეს.
ისინი სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ.
,,გილოცავთ დამდეგ 2017 წელს და მოგმართავთ თხოვნით
სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან ერთად ჩვენი ცხოვრების ტემპიც
იცვლება - დავრბივართ მაღაზიებში, ვიძენთ საჩუქრებსა თუ პროდუქტებს და
ამ ორომტრიალში საკუთარ თავზე ზრუნვა გვავიწყდება.
ასევე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც.
როგორც ჩანს ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, სამაოდ დიდი ყურადღებით უნდა
მოვეკიდოთ, განსაკუთრებით ფოიერვერკების ხმაურზე, მათ აქვთ შიში და
დიდი სტრესიც, ზოგოერთ შემთხვევაში, ისინი გაბრაზებას გამოხატავენ
ფოიერვერკების პირში ჩადებითაც და სამწუხაროდ შეიძლება მათი სიცოცხლეც
შეეწიროს.
განსაკუთრებით პიკს აღწევს 30-31 დეკემბერს, ამ დღებში ვეცადოთ
ცხოველები უყურადღებოდ არ დატოვოთ, რადგან ეგრეთწოდებული
„ხლაპუშკების“ ხმაური იწვევს მათში შიშს და ხშირ შემთხვევაში დამალვის
მიზნით ეძებენ ბევრად მყუდრო ადგილს. რაც მათი დაკარგვითაც კი
მთავრდება.
გაუფრთხილდით თქვენს ოთხფეხა მეგობრებს. განსაკუთრებით ახალი წლის
დღეებში." - აღნიშნულია განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები