ახალი ამბები
ახალი წლის ღამეს გორის სამშობიარო სახლებში ოთხი ბავშვი დაიბადა
2017 წლის 1 იანვარს გორის სამშობიარო სახლებში ოთხი ბავშვი, სამი გოგონა და ერთი ვაჟი დაიბადა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამშობიარო სახლების ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ოთხიდან სამმა მშობიარობამ კლინიკა ,,იავნანაში", ხოლო ერთი - ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში, გართულებების გარეშე, ჩაიარა.

,,იავნანაში" დაბადებულ სამი გოგონადან ერთი გორელი, ერთი ხაშურელი და ერთი ქარელის რაიონის სოფელ ძლევიჯვარელია.

ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში დაბადებული ვაჟი კი, გორში დარეგისტრირდა.

გასულ, 2016 წლის პირველ იანვარს კი, ,,იავნანაში" ერთი ვაჟი, ხოლო გოგიაშვილის კლინიკაში, ასევე, ერთი ვაჟი დაიბადა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები