ახალი ამბები
პირველ იანვარს ცხინვალში ერთი გოგონა დაიბადა
2017 წლის პირველ იანვარს ცხინვალის სამშობიარო სახლში გოგონა დაიბადა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,სპუტნიკი" ავრცელებს.

,,სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს კიდევ ერთი ადამიანი შეემატა" - იუწყება სააგენტო.

ცხინვალის სამშობიარო სახლის დირექტორი ვადიმ თედეევი ადგილობრივ ჟურნალისტთან საუბარში აცხადებს, რომ გასულ, 2016 წელს, ჯამში 341 ბავშვი დაიბადა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები