ახალი ამბები
ავარიას გორი - კასპის მონაკვეთზე მსხვერპლი მოჰყვა
გორი-კასპის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა 31 დეკემბრის ღამეს მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დამატებითი ინფორმაციის გახმაურებისგან საგამოძიებო უწყება თავს იკავებს.

ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს ფოსტის საკუთრებაა.

საქართველოს ფოსტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, გარდაცვლილი, გვარად ნარიმანიძე, მათი თანამშრომელი იყო, სხვა დეტალები სამსახურის წარმომადგენლებისთვისაც უცნობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები