ახალი ამბები
,,ვერა ვხედავ 41-სო, ვერაო, თითით მაჩვენეო და ვაჩვენე” – არჩევნები კასპში (VIDEO)

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა, სხვადასხვა უბანზე, პროცედურული დარღვევების ამსახველი ფაქტები დააფიქსირა. მაგალითად, სოფელ ფერმაში კომისიის წევრმა ბიულეტენზე, მოქალაქის ნაცვლად, შემოხაზა ციფრი ,,41″.

 

,,შემოვიდა ქალი, ხმამაღლა ყვიროდა, ვერა ვხედავ, ვერაო. ჯერ მივეცი სათვალე, შევიდა კაბინაში და ისევ იძახდა, ვერა ვხედავ, ვერაო, 41-ს ვერა ვხედავ, თითით ვაჩვენეო, ჰოდა მეც ვაჩვენე თითით” – გვითხრა საუბნო კომისიის წევრმა. უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა ეს დარღვევა დააფიქსირეს და საოლქო კომისიაში დამრღვევს საყვედური გამოუცხადეს.

 

სოფელ ოკამში დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც საარჩევნო სიაში 1952 წელს დაბადებული მოქალაქე სკოლის მოსწავლის სურათით იყო წარმოდგენილი. ხოლო სოფელ თეზში საუბნო კომისიის წევრმა 27 მოქალაქეზე, ნაცვლად სამი სხვადასხვა ბიულეტენისა, ერთი და იგივე ბიულეტენები (პროპორციული) გასცა. აღნიშნული ბიულეტენები ბათილად ჩაითვალა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები