ახალი ამბები
ტყვიავში ნაძვების მოჭრის ფაქტზე გარემოს დაცვის თანამშრომლები გამოიძახეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის შესასვლელში ნაძვებს ჭრიან.

ამის გამო ადგილობრივებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს.

სამსახურის თანამშრომლების თქმით, ნაძვები იმ ტერიტორიაზე დგას, რომელიც კერძო საკუთრებაში იმყოფება.

,,საბუთები წარმოგვიდგინეს, მოჭრის უფლება აქვთ, მაგრამ ტრანსპორტირების არა" - გვითხრეს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილზე მუშები და მესაკუთრის, მაია ჯოხაძის ახლობლები დახვდნენ.

წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მიწის ნაკვეთი მოქალაქე მაია ჯოხაძეს 2016 წლის 18 ნოემბრიდან ეკუთვნის.

,,არ ვიცით, ვისგან ვიყიდეთ. ეს ტერიტორია ჩვენია, უნდა მშენებლობა დავიწყოთ, შეიძლება ბენზინგასამართი სადგური გავაკეთოთ, შეიძლება სხვა რამ" - აღნიშნავს მაია ჯოხაძის ახლობელი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები