ახალი ამბები
რამაზ შიოშვილი: ,,ცხინვალში ახალ წელს შესრულებული ცეკვა ერისიონის მოტივებზეა აგებული"
,,ამ ცეკვაში არის როგორც ქართული, ასევე, აფხაზური, ნარნარის (ქალთა ცეკვა) ელემენტები. როგორც ვხვდები, ერისიონის მოტივებზეა აგებული"

ასეთ შეფასებას აძლევს ქალაქ გორის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, თავად მოცეკვავე რამაზ შიოშვილი ცხინვალში, საახალწლო კონცერტზე შესრულებულ ცეკვის შესახებ.

ორ საათიან კონცერტზე ანსამბლ ,,ირონის" მოცეკვავეებმა ოსურ ტრადიციულ სამოსს ქართული ხალხური ცეკვის ელემენტები შეუხამეს.

კონცერტი ცხინვალის სახელმწიფო არხმა, ,,ირ"-მა აჩვენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები