ახალი ამბები
სოციალურად დაუცველ ხაშურელ სტუდენტებს სწავლის ქირას გამგეობა დაუფარავს
ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებული სტუდენტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან სწავლის დაფინანსებას მიიღებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის წარმომადგენლების ცნობით, დაფინანსების მაქსიმალური რაოდენობა წელიწადში 800 ლარია.

,,0-65 000 სარეიტინგო ქულის მქონე სტუდენტებს სწავლის ქირა 800 ლარის ფარგლებში უფინანსდებათ" - აღნიშნავენ გამგეობაში.

აღნიშნული პროგრამა გასულ, 2016 წელსაც ხორციელდებოდა.

სწავლის გადასახადით ბიუჯეტიდან 2016 წელს 88 სტუდენტმა ისარგებლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები