ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანიის გორის სერვის ცენტრი ანგარიშს აქვეყნებს
2016 წლის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით წყალკანალიზაციის ჭების დაზიანებული თავსახურავები გამოიცვალა.

ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვის ცენტრის ანგარიშშია აღნიშნული.

სერვის ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა ივანიშვილის განცხადებით, ე.წ. წყალარინების ქსელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

გარდა ამისა, 2016 წელს ოქტომბრის ქუჩის რეაბილიტაცია და გამრიცხველიანება განხორციელდა.

მოსკოვის ქუჩაზე ლტოლვილთა მშენებარე ოთხი კორპუსის მისაერთებლად, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელი გაფართოვდა.

ჭალის დასახლებაში ძმები რომელაშვილების ქუჩის მიმდებარედ არსებულ საკანალიზაციო ღია კოლექტორს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

თელავის ქუჩაზე სამარაგო რეზერვუარების სანიტარული ზონას, ვერხვების ლტოლვილთა დასახლების და თელავის ქუჩის სამარაგო რეზერვუარს გეგმიური გარეცხვა-დეზინფექცია და კვერნაკის დასახლებაში მ. გელოვანის ქუჩის საკანალიზაციო ქსელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები