ახალი ამბები
პარლამენტარის ბიუროს მერიამ ავტომანქანა 2 წლის ვადით გადასცა
გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით ავტომანქანა თხოვების ხელშეკრულებით გადაეცა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ მიიღო.

,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,თავისუფალი დემოკრატების" პროტესტის მიუხედავად, საკითხი დადებითად გადაწყდა.

განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულოს აპარატის წარმომადგენელმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს, წერია:

2016 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წევრმა იოსებ მაკრახიძემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას წერილით მიმართა,

წერილის მიხედვით, პარლამენტარმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მსუბუქი ავტომანქანის გადაცემა, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ფუნქციების განსახორციელებლად, მოითხოვა.

,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ და „დ.დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს პარლამენტის წევრისთვის, იოსებ მაკრახიძისთვის, მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის (მარკა MERCEDES-BENZ, ტიპი- მაღალი გამავლობის, მოდელი-ML350, ძრავის მოცულობა-3724, ფერი-შავი, სარეგისტრაციო ნომერი II949JJ, გამოშვების წელი- 2004, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი-4JGAB57E15A564881), თხოვების ხელშეკრულებით გადაცემა." - აღნიშნულია განკარგულებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები