მწვანე ზოლზე დიმიტრიადის ავტოსამრეცხაოს აშენების ვადა გააგრძელეს
21:52 / 06.01.2017
წმინდაწყლის დასახლებაში მწვანე ზოლის განადგურება დასასრულს
უახლოვდება.
აღნიშნული პროცესის გაგრძელებას დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მხარი
დაუჭირეს.
კომპანია ,,ელიტ-სერვისს" იმ ხეების გაჩეხვის უფლებაც მისცეს, რომელიც
მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ჯერ კიდევ 2013 წელს დაიცვა.
ხეების დაწყებული ჭრა ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. ამის
შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რამდენიმე სიუჟეტი
მოამზადა.
მოსახლეობის პროტესტის გამო, კომპანია ,,ელიტ-სერვისის"
წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ ხეების დარჩენილ ნაწილს არ
მოჭრიდნენ.
როგორც გაირკვა, 3 წლის განმავლობაში, პეტრე დიმიტრიადის კომპანიას
სააღნაგე ფართი დაუმატეს, მშენებლობა 2016 წლის პირველ ნოემბერს უნდა
დაემთავრებინა, მაგრამ ამჯერად 2017 წლის 30 ივნისამდე
გაუგრძელდეს.
ფართი 49 წლიანი იჯარით გაიცა. 3 წლის შემდეგ ვითარება ასეთია.
2016 წლის 21 დეკემბერს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას
განცხადებით მიმართა შ.პ.ს “ELIT-SERVICE”-მა და მოითხოვა
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელება 2017
წლის 30 ივნისის ჩათვლით, ნაცვლად 2016 წლის 1 ნოემბრისა.
საფუძველი:
მოხდა აღნიშნული პროექტის სიდიდის ოთხჯერ გაზრდა (400მ2 ფართობი
გაიზარდა 1350მ2), დოლარის კურსის ცვლილება, გაზაფხული-შემოდგომის
უამინდობა, პროექტის სიდიდიდან გამომდინარე ოთხთვიანი ვადა აღმოჩნდა
არასაკმარისი პროექტის დასრულებისა და ექსპლუატაციაში
გაშვებისთვის.
ამ ეტაპზე შენობანაგებობები დასრულებულია და ფუნქიონირებს
ავტომომსახურების სერვისი და ავტო-სამრეცხაო, სავაჭრო ობიექტები,
სასაწყობე შენობები და კვების ობიექტი.
რაც შეეხება რესტორანს, შენობა გადახურულია, ვიტრაჟები ჩასმულია, გარე
მოპირკეთების სამუშაოები დაწყებულია,შიდა ინვენტარის შესაძენად და
ფუნქციონირების დასაწყებად საჭიროა ხელშეკრულების ვადის
გაგრძელება.
ვინაიდან მოაღნაგეს ფაქტობრივად შესრულებული აქვს საინვესტიციო
ვალდებულების ნახევარზე მეტი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
მიზანშეწონილად მიაჩნია მოხდეს შეთანხმება და ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვროს 2017 წლის 30 ივნისი.
სტატიის გამოყენების პირობები