ახალი ამბები
საშობაო ალილო გორში
საშობაო ალილო ტრადიციულად თითქმის ყველა სოფელსა და ქალაქში ჩატარდა.

დღეს, 7 იანვარს, მრევლმა და მომლოცველებმა მსვლელობა ქალაქ გორის ქუჩებშიც მოაწყეს.

ალილოს მონაწილეებს, მოქალაქეები გზადაგზა ტკბილეულითა და სხვადასხვა საჩუქრებით ხვდებოდნენ.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა კი ბოლო რამდენიმე წელია, პატრიარქის ლოცვა კურთხევით აღდგა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები