ახალი ამბები
პატრულის მანქანა მოძრაობისას დაზიანდა
გორის საპატრულო ეკიპაჟის მანქანა თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაუზიანდათ.

ამ ფაქტმა გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

დეპარტამენტის მიერ ახლად შეძენილი სატრანსპორტო საშუალება პატრულის თანამშრომლებმა ვეღარ აამუშავეს.

შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაზიანებული მანქანა, შეკეთების მიზნით, სადგომზე გადაიყვანეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები