ახალი ამბები
ნასვამ მოქალაქეს პატრულის თანამშრომლები სახლის მიგნებაში დაეხმარნენ
გორში, აღმაშენებლის გამზირზე, საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლები ნასვამ მოქალაქეს სახლის მიგნებაში დაეხმარნენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლების სიმრავლე, სწორედ, ამ ფაქტს უკავშირდებოდა.

,,ნასვამი მამაკაცი სახლს ვერ აგნებდა, დაეხმარა პატრული, მიიყვანეს სახლში და დააბინავეს"- გვითხრეს პრეს-სამსახურში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები