ახალი ამბები
შობას გამყოფ ხაზთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
შობას ზნაურის რაიონის ტერიტორიაზე რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაკავება ვახტანგისის საგუშაგოსთან და ცხინვალის რაიონის სოფელ არცევთან მოხდა.

,,დაკავებულები არიან სრესელი, ზასოხაშვილი და სამხარაძე, რომლებიც თბილისის, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენისა და ქარელის რაიონის დაბა აგარას მკვიდრნი არიან. მასალებს სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახური სასამართლოში წარსადგენად ამზადებს" - აღნიშნულია ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის დღევანდელ ოფიციალურ განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები