ახალი ამბები
82 წლის დათა ვანიშვილის ტყვეობა საკუთარ ეზოში CNN-ზე
მავთულხლართების მიღმა დარჩენილი დათა ვანიშვილის ამბავი ტელეკომპანია ,,სი-ენ-ენზე" გაშუქდა.

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა კომენტარზე უარი უთხრეს.

რუსეთის ხელისუფლებაში კრემლიდან კი, ჯერჯერობით პასუხი არ გაუგზავნიათ.

საქართველოს მოქალაქის პასპორტის ამარა დარჩენილ 82 წლის კაცს არც ცხინვალში უშვებენ. სოფელ ხურვალეთში ეკლიანი ბადეების გადალახვისთვის კი, რუსი სამხედროები დაკავებით და დაჯარიმებით ემუქრებიან. ასეთი ფაქტი ერთხელ უკვე მოხდა.

,,ერთხელ სოფელში გავედი, უკან რომ დავბრუნდი, ჩემი სახლის ეზოში ეს მავთულხლართები დამხვდა" - უთხრა ,,სი-ენ-ენის" ჟურნალისტს დათა ვანიშვილმა.

რკინის ბადე რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა 2012 წელს გაავლეს.

პენსიას, საკვებს, პროდუქტებს, მედიკამენტებს და სხვა საჭირო ნივთებს დათა ვანიშვილი მეზობლების დახმარებით იღებს. რუსეთის პასპორტის აღებაზე უარს ამბობს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები