ახალი ამბები
სკრასთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
გორი-სკრის მონაკვეთზე, გუშინ საღამოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, დღეს, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის" ექიმმა მერაბ მაისურაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დედა-შვილს საავადმყოფოდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ, ხოლო მამას რამდენიმე დღის შემდეგ.

მანქანაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.

ოჯახის ოთხი წევრიდან ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, მამამ გულმკერდის არეში მიიღო დაზიანება, ხოლო დედამ და კიდევ ერთმა შვილმა ქალატვინის დახურული ტრავმა.

იხ.

სკრასთან მანქანა გზიდან გადავარდა - დაიღუპა სამი წლის ბავშვი








Print

სტატიის გამოყენების პირობები