ახალი ამბები
,,ილაპარაკეთ, ხალხო" - მარტოხელა პენსიონერის მერი ცარციძის კადრები (არქივი)
გორში, მარტოხელა პენსიონერი მერი ცარციძე გარდაიცვალა.

მისი დაკრძალვის ხარჯებს ქალაქ გორის მერია დაფარავს.

გარდაცვლილის ოჯახს გუშინ საღამოს სამძიმარზე მისულმა, მერიის წარმომადგენლებმა დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მოძიება და მერიაში წარდგენა სთხოვეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის არქივში მოიძებნება ვიდეომასალა, სადაც მერი ცარციძე ადგილობრივ მცხოვრებლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები