რაც შეეხება მერისა და გამგებლის არჩევნებს, ხმების სხვაობის მიხედვით, შედარებით დიდი შედეგი რაიონის გამგებლობის კანდიდატს ,,ქართული ოცნებიდან” დავით ონიაშვილს აქვს. მისი უკანმორბედი ბონდო ვათიაშვილი ,,ქართული პარტიიდან” 5391 ხმით ჩამორჩება.
დავით ონიაშვილი – 12 867 ხმა (46,26%)
ბონდო ვათიაშვილი – 7 476 ხმა (29,27%)
გორის მერობის კანდიდატს ზურაბ ჯირკველიშვილს (,,ქართული ოცნება”) კახაბერ ერგემლიძე (,,ქართული პარტია”) 1 454 ხმით ჩამორჩება.
ზურაბ ჯირკველიშვილი ,,ქართული ოცნება” – 5 286 ხმა (40,38%)
უფრო კონკრეტულად:
,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ზურაბ ჯირკველიშვილის წაგებული უბნები ქალაქში:
ვერხვები, კულტურის ცენტრი (120 ,,ქართული ოცნება”) /121 (,,ქართული პარტია”)
წმინდაწყალი, მე-5 სკოლა (110…/149…)
წმინდაწყალი, საბავშვო ბაღი (97…/102…)
გორგასლის ქუჩა (ორივე უბანზე) (191…/285…)
კომბინატი, (მე-10 სკოლაში ორი უბანი), (147…/260…)
კომბინატი, შინდისის გზ. (91…/137…)
ვერხვების დევნილთა დასახლება (133…/161…)
,,ქართული ოცნების” რაიონის გამგებლობის კანდიდატის, დავით ონიაშვილის წაგებული სოფლები
ახრისი (94 ,,ქართული ოცნება”)/ 226 ,,ქართული პარტია”)
ქვემო არცევი (64…/130…)
რეხა (101…/ 108…)
მერეთი (260…/405…)
ფხვენისი (140…/263…)
ტირძნისი (133…225…)
შინდისი (126…/128….)
ხიდისთავის (ორი უბნიდან) და კარალეთის (სამი უბნიდან) თითო უბანზე ,,ქართული ოცნება” ჩამორჩება ,,ქართულ პარტიას”, მაგრამ ამ სოფლების საერთო ჯამს შედეგზე არ უმოქმედია.
რაც შეეხება პარტია ,,ქართული ოცნების” პროპორციული სიით წაგებულ უბნებს, ზემოთ ჩამოთვლილ უბნებს კარალეთის დევნილთა დასახლება ემატება. (190 ხმა ,,ქართული ოცნება”; 213 ხმა ,,ქართული პარტია”)
სტატიის გამოყენების პირობები