ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის რექტორმა თანამშრომლებს წლიური ანგარიში წარუდგინა
11 იანვარს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილი, წლიური, 2016 წლის შემაჯამებელი ანგარიშით აკადემიურ და ადმინისტრაციული პერსონალის წინაშე წარსდგა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, რექტორმა შეხვედრაზე ყველა ის მიღწევა და წარმატებული პროექტი დეტალურად განიხილა, რომლებიც უნივერსიტეტში 2016 წელს განხორციელდა.

,,რექტორმა მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და გორის უნივერსიტეტისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებისათვის. ასევე აღნიშნა თითოეული პროფესორის, ადმისნიტრაციული და აკადემიური პერსონალის ღვაწლი უნივერსიტეტის გაძლიერების პროცესში."- აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.

ანგარიშის მიხედვით, უნივერსიტეტში, გარდა სტრუქტურულად გამართული მდგომარეობისა, საერთაშორისო კონტაქტებისა და უცხოურ უნივერსიტეტებთან კავშირების გაფართოების შესახებ გამახვილდა ყურადღება.

უნივერსიტეტისთვის გასული წელი დატვირთული იყო როგორ სამეცნიერო, ასევე კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობით, რაც აისახა საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, ასევე საჯარო ლექციების და სხვადასხვა ტიპის სპორტული და კულტურული ღონისძიებების სიმრავლით.

ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ გასული წელი გორის უნივერსიტეტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო სპორტული მიღწევების კუთხით.

გორის უნივერსიტეტის სტუდენტი გენო პეტრიაშვილი, რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი, ხოლო გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ასევე რიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი გახდა, რაც გორის გორის უნივერსიტეტისთვის დიდი წარმატებაა.

დასასრულს, გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და მოსალოდნელ სიახლეებზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები