თბილისი-სენაკის საავტომობილო გზაზე ახალი შემოვლითი გზა
გაკეთდება.
ე.წ. ზედამხედველობის ტენდერში იტალიურმა კომპანიამ - „IRD
ENGINEERING” - გაიმარჯვა.
14 კმ-იანი გზა ზემო ოსიაურიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამსა და
ჩუმათელეთს და პირდაპირ რიკოთის გვირაბს დაუკავშირდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.
დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, ხელშეკრულებას ხელი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მაია
ქალიაშვილმა და „IRD ENGINEERING”-ის დირექტორმა პაოლო ორსინმა უკვე
მოაწერეს.
საზედამხედველო მომსახურების ღირებულება 4 964 791 აშშ. დოლარი და 3
643 680 ლარია. სამუშაოები 2017 წელს დაიწყება და 2019 წელს
დასრულდება.
ახალი გზის მშენებლობა, მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და
განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და ევროპის საინვესტიცო
ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონიოს გზა, 21 ხიდი, 5
გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები
და სადრენაჟე სისტემები აშენდება.
რაც შეეხება გზის მომდევნო ნაწილს - ჩუმათელეთი-ხევის 12 კმ-იანი
გზას, ის დაიწყება არსებული რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ ნაწილში,
კერძოდ, სოფელ ჩუმათელეთში და დასრულდება სოფელ ხევში
,,გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მომზადდება
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო
დოკუმენტაცია, განსახლების სამოქმედო გეგმა და სამშენებლო სამუშაოების
შესყიდვისათვის საჭირო სატენდერო დოკუმენტაცია, რაც, საბოლოო ჯამში,
უზრუნველყოფს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის დროულად
დასრულებას. გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 2
330 030 აშშ დოლარს და 2 440 426.29 ლარს. მომსახურების გაწევის ვადა
შეადგენს მომსახურების დაწყებიდან 14 თვეს" - აღნიშნულია
დეპარტამენტის განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები