ახალი ამბები
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დავით მამულაშვილი დაინიშნა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელად დავით მამულაშვილი დაინიშნა.

მანამდე იგი აჭარის რეგიონში საპატრულო პოლიციას ხელმძღვანელობდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

დავით მამულაშვილი 2012 წლამდე ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, 2014 წელს იმერეთის საპატრულო პოლიციის, შემდეგ აჭარის და ამჟამად შიდა ქართლის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.

დეკლარაციის მიხედვით, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

რაც შეეხება რეგიონის საპატრულოს ყოფილ უფროსს კახაბერ ბუხრაძეს, იგი აჭარაში გადაიყვანეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები