ახალი ამბები
სოფელ ალთან ერთმანეთს ნივა და მერსედესი შეეჯახა - დაიღუპა სამი ადამიანი
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალთან ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ნივა და მერსედესის ტიპის ავტომანქანა შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, 3 ადამიანი დაიღუპა.

მძიმედ დაშავებული ორი პიროვნება კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაღუპულებს შორის ერთერთი მათგანი სასულიერო პირია.

ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებზე შს სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

სოფელი ალი გომი-საჩხერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მდებარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები