ახალი ამბები
ხაშურის ცენტრალურ სკვერში პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს
ქალაქ ხაშურის ცენტრალურ სკვერში კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

საინფორმაციო ცენტრ 112-ზე შესული შეტყობინების მიხედვით, უცნობი მამაკაცი მიწაზე უგონო მდგომარეობაში იწვა.

სამედიცინო პერსონალის მიერ ზედაპირული დათვალიერებით გაირკვა, რომ მამაკაცს მიწაზე ეძინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, სავარაუდოდ მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები