ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა მტკვარში ,,ოჩხი" იპოვეს
გორთან ახლოს მდინარე მტკვრის კალაპოტში თევზსაჭერი მახე ე.წ. "ოჩხი" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა შეამჩნიეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

დეპარტამენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ადგილზე პრევენციული ღონისძიებები გატარდა.

,,უკანონოდ მოწყობილ კუსტარულ მახეში მომწყვდეული ცოცხალი თევზები დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადგილზე, ველურ გარემოში დააბრუნეს." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

ღონისძიება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები