ახალი ამბები
კასპში ცემენტის ქარხნის წარმომადგენლები გარემოზე ზემოქმედების ანგარიშს წარადგენენ
2017 წლის 16 იანვარს კასპში ცემენტის ქარხნის წარმომადგენლები გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს წარადგენენ.

ამის შესახებ ინფორმაციას შპს ,,ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიას" ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ცემენტის ქარხანაში ცემენტის მშრალი მეთოდით წარმოების ტექნოლოგიური ხაზის მშენებლობასა და ექსპლუატაციას ეხება.

,,კასპის ცემენტის ქარხანაში ცემენტის მშრალი მეთოდით წარმოების ტექნოლოგიური ხაზის მშენებლობის მიზანია - სამშენებლო ცემენტის დამზადებისათვის კლინკერის წარმოება.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტში; შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ თბილისის ოფისში და შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ კასპის ცემენტის ქარხანაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები