ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები ძველით ახალ წელსაც გაგრძელდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს თოვლის პაპა და ფიფქია 13-14 იანვარს ესტუმრება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის კულტურის განყოფილების ორგანიზებით, რამდენიმე სოფელში საახალწლოდ მორთული ავტობუსი იმოძრავებს.

თოვლის პაპა პატარებს ძველით ახალ წელს მიულოცავს და ტკბილეულით გაუმასპინძლდება.

20-მდე სოფელში პატარებს შობა-ახალი წელი 7 და 8 იანვარს ფიფქიამ და თოვლის პაპამ უკვე მიულოცეს.

რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, კულტურის ცენტრში ბავშვებისთვის ორი სპექტაკლის „შვიდფერა ყვავილისა“ და „დრუნჩას დაუვიწყარი იუბილეს" წარმოდგენა გაიმართა.

წარმოდგენებში მუნიციპალიტეტის 10 სხვადასხვა სოფლის საჯარო სკოლებისა და სასოფლო კლუბების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. 
Print

სტატიის გამოყენების პირობები