ახალი ამბები
სოფელ ხიდისთავში ფოსტის მოტოციკლს მერსედესი დაეჯახა
გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მერსედესის მარკის ავტომანქანა და საქართველოს ფოსტის მოტოციკლი ერთმანეთს დაეჯახა.

ამის გამო, გორი-კასპის სარაინოთაშორისო საავტომობილო გზა დროებით გადაიკეტა.

ადგილი, სადაც შეჯახება მოხდა, სოფლის ცენტრალურ გზაზე მდებარეობს და სახიფათო მოსახვევია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მძღოლები ადმინისტრაციული წესით, 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდნენ.

აღნიშნული მუხლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, აკრძალულ ადგილზე გაჩერებას და საპირისპირო ზოლზე გადასვლას კრძალავს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები