ახალი ამბები
ვარიანელებმა დეპუტატებმა საკრებულოში ფრაქცია ,,ერთობა" დააფუძნეს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ზვიად დავითიძემ და ვახტანგ ბერკაცაშვილმა ახალი ფრაქცია ,,ერთობა" დააფუძნეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ვარიანელმა დეპუტატებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ,,რესპუბლიკური პარტიის" რაიონული ორგანიზაცია დატოვეს.

ზვიად დავითიძემ და ვახტანგ ბერკაცაშვილმა სხდომაზე განაცხადეს, რომ ისინი რესპუბლიკური პარტიის მიზნებს და ამოცანებს აღარ იზიარებენ.

,,შესაბამისად, დაშლილად გამოცხადეს ფრაქცია ,,რესპუბლიკელები-კონსერვატორები" და ჩამოყალიბდეს ფრაქცია ,,ერთობა" - აღნიშნული გადაწყვეტილება რაიონის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღეს.

სამ კაციან ფრაქციაში კონსერვატორი ილია მიღრიჯანაშვილი გაერთიანებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები