ახალი ამბები
ცხინვალის მთავრობა ახალგორის საგუშაგოზე საბაჟოს გაკეთებას აპირებს
ცხინვალის მთავრობა ახალგორის საგუშაგოსთან საბაჟოს გაკეთებას გეგმავს.

ამის შესახებ დე-ფაქტო მთავრობის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ მურატ ცხოვრებოვამ დღეს ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ე.წ. გამშვებ პუნქტ ,,რაზდახანის" მეშვეობით შესაძლებელელი იქნება ამიერკავკასიაში რუსეთისკენ ან პირიქით მოძრავი სატრანზიტო ნაკადის გატარება.

ცხოვრებოვი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება დე-ფაქტო მთავრობაში მას შემდეგ მიიღეს, რაც 2016 წლის აგვისტოში რუს სპეციალისტებთან ერთად საგუშაგოზე ვითარება შეისწავლეს.

აღნიშნულ პერიოდში, ახალგორისკენ მიმავალ გამშვებ პუნქტზე გრძელი რიგები იდგა.

ადგილობრივ მოსახლეობას, მხოლოდ, 50 კგ წონის პროდუქტების გატარება შეეძლო.

ცხოვრებოვი დასძენს, რომ საბაჟო კონტროლის გაძლიერების მიზნით, იმუშავებს ფიტოსანიტარული სამსახურიც.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის ჯერჯერობით უცნობია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები