ახალი ამბები
კორინთაში 3-ლიტრიან ბანკებში შენახული მარიხუანა ამოიღეს
ახალგორის რაიონის სოფელ კორინთაში ნიკოლოზ გუნაშვილი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, კორინთაში მცხოვრები პირი სამლიტრიან ბანკებში მარიხუანას ინახავდა.

გამოძიება ნარკოტიკების შენახვის მუხლით დაიწყეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები