ახალი ამბები
ვარიანში სოფლის კრებაზე რიტუალების სახლის ხელმძღვანელი აირჩიეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში რიტუალების სახლის ხელმძღვანელი აირჩიეს.

საკრებულოს წევრის, ზვიად დავითიძის თქმით, ამის გამო, 110 ადამიანი შეიკრიბა.

კრებას საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი, ვახტანგ ბერკაცაშვილიც დაესწრო.

დღის წესრიგის მიხედვით, კრების მონაწილეებს რიტუალების სახლის ფაქტიური მფლობელის ვინაობა უნდა გაერკვიათ.

შეხვედრაზე ადგილობრივი მცხოვრების, პეტრე მაყიშვილისა და დავით ბერკაცაშვილის კანდიდატურები წარადგინეს.

სხდომის ოქმის მოხედვით, კრების მონაწილე 110 პირიდან პეტრე მაყიშვილს ხმა 103-მა ვარიანელმა მისცა.

ხოლო, დანარჩენი 7 ხმა გაბათილდა.

,,როგორც აღმოჩნდა, გაბათილდა ის ხმები, რომლებსაც ორივე კანდიდატურა შემოხაზული ჰქონდათ" - ამბობს საკრებულოს დეპუტატი ვარიანიდან ზვიად დავითიძე.

რიტუალების სახლი შარშან გარემონტდა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ინვენტარი, ჯამ-ჭურჭელი და სკამები შეიძინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები