ახალი ამბები
კახა ერგემლიძის მშობლიურ სოფელში ,,ქართულმა პარტიამ” არჩევნები წააგო

,,ქართულმა პარტიამ” არჩევნები ქვემო ნიქოზშიც წააგო. კერძოდ, რაიონის გამგებლობის კანდიდატს ,,ქართული ოცნებიდან” 256-მა მისცა ხმა, ხოლო ,,ქართული პარტიის” კანდიდატს – 203-მა. ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 1144. ხოლო არჩევნებში მონაწილეობა 568-მ მიიღო.

რაც შეეხება პარტიულ არჩევანს, ზემო ნიქოზში ,,ქართულმა ოცნებამ” და ,,ქართულმა პარტიამ” ხმები 140-140-ზე გაიყვეს. ხოლო ქვემო ნიქოზში 241 ხმა ,,ქართულ ოცნებას”, ხოლო 215 ხმა ,,ქართულ პარტიას” ერგო.

2014 წლის 16 ივნისის დილის მონაცემებით, რაიონის 73-უბნიდან დათვლილია 65 უბანი.

,,ქართული ოცნება” (დავით ონიაშვილი) 45,8%
,,ქართული პარტია” (ბონდო ვათიაშვილი) 26,85%
,,ნაციონალური მოძრაობა” (კახა ტოლიაშვილი) 16,5%

 
Print

სტატიის გამოყენების პირობები