ახალი ამბები
სოფელ დოესთან მომხდარ ავარიისას 6 ადამიანი დაშავდა
დღეს, საღამოს, გორი-კასპის სარაიონოთაშორისო ავტომაგისტრალზე გვიან საღამოს ავარია მოხდა.

სოფელ დოესთან ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა.

დაშავდნენ ორივე ავტომანქანის მგზავრები.

ისინი ,,გორმედსა" და ჰოსპიტალში გადაანაწილეს.

საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს შორის ბებია, 30 წლამდე ქალი და მცირეწლოვანი გოგონაა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ეს მუხლი ითვალისწინებს ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.









Print

სტატიის გამოყენების პირობები