გურამ გოგიჩაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მუხლით
მიმდინარეობს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროდან
აცნობეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
გურამ გოგიჩაშვილი გარდაცვლილი დღეს დემოკრატიული მოძრაობის ოფისის
ეზოში ნახეს.
შენობის გარეთ დაზიანებულია ავტომანქანაც.
კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები შენობის ეზოში მუშაობენ.
სტატიის გამოყენების პირობები