ახალი ამბები
ხაშურის ბიბლიოთეკაში მსახიობი ნინო კასრაძე მიიწვიეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში რუსთაველის თეატრის მსახიობ - ნინო კასრაძესთან შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მსახიობმა დამსწრე საზოგადოებას პოეტ ესმა ონიანის შემოქმედება წარუდგინა და მისი პოეზიიდან ამონარიდები წაიკითხა.

შეხვედრას ესმა ონიანის და - ირინა ონიანიც ესწრებოდა. მან ბიბლიოთეკას პოეტის მხატვრული შემოქმედება საჩუქრად გადასცა.

ღონისძიებას ორგანიზება გამომცემლობა „ინტელექტის“ წარმომადგენლებმა გაუწიეს. პარალელურად გაიმართა წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები