ახალი ამბები
დაშავებული ქალის მდგომარეობა, რომელსაც ავარია პოლიციის მანქანასთან მოუვიდა, დამაკმაყოფილებელია
დაშავებული ქალის მდგომარეობა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებით პოლიციის მანქანას დაეჯახა, დამაკმაყოფილებელია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის საავადმყოფოდან აცნობეს.

ძველით ახალი წლის ღამეს, სამხარეო პოლიციის შენობის წინ, შს სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანა ,,შკოდას" მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

შს სამინისტროს ცნობით, მძღოლს ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა.

დიდი სისწრაფით მიმავალი ავტომანქანა მძღოლმა პოლიციის შენობასთან, აკრძალულ ადგილას, მკვეთრად მოუხვია , რაც ავარიის მიზეზი გახდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დაზიანდა როგორც სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, ასევე, ბორდიური.
Print

სტატიის გამოყენების პირობები