ახალი ამბები
გორის თეატრში პოეტ ჯემალ ინჯიას საიუბილეო საღამო გაიმართა
გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 80 წლის პოეტის, ჯემალ ინჯიას საიუბილეო საღამო გაიმართა.

ღირსების ორდენოსნის, გორის საპატიო მოქალაქის საპატივსაცემოდ გამართულ ღონისძიებას ორგანიზება ქალაქ გორის მერიამ გაუწია.

საღამოს პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჯემალ ინჯია 1937 წლის 14 იანვარს დაიბადა. მას გალაკტიონ ტაბიძისა და ფრიდონ ხალვაშის პრემიები აქვს მინიჭებული.

გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი წიგნი.

პოეტმა თარგმნა კამოენსის სონეტები და პოემა " ლუზიადები", ედგარ პოს "ყორანი" სერგეი ესენინის, ვლადიმირ მაიაკოვსკის, ალექსანდრ ბლოკის, ლიტველი, უკრაინელი და ოსი პოეტების ლექსები.

ჯემალ ინჯიას ლექსები თარგმნილია ცხრა ენაზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები