ახალი ამბები
შავშვების კოტეჯებში საბავშვო ბაღი აბანოს ყოფილ შენობაში გაიხსნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების დევნილთა ჩასახლებაში, დღეს საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.

გახსნას პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი და ბაღების გაერთიანების თანამშრომლები ეწრებოდნენ.

სტუმრებმა პატარებს სათამაშოები გადასცეს.

საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე 30 აღსაზრდელი ისწავლის, იგეგმება მეორე ჯგუფის გახსნაც.  

ბაღში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.

შენობა, რომელიც წლების წინ აბანოდ აშენდა, მოსახლეობის მოთხოვნით გადაკეთდა.

რეაბილიტაცია ფონდმა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი,“ ასოციაცია „ელკანამ“ და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ერთობლივად განახორციელა.

ჩასახლებიდან ბავშვები შავშვების ბაღში დადიოდნენ, რომელიც საკმაოდ შორსაა. განსაკუთრებით ჭირდა ბავშვების ბაღში წაყვანა ცუდ ამინდში. შავშვების N2 საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნით, დევნილი ბავშვები სკოლამდელ აღზრდა-განათლებას ადგილზე მიიღებენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები