ახალი ამბები
ქალაქის მერი გორის საპატიო მოქალაქეებს შეხვდა
გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი გორის საპატიო მოქალაქეებს შეხვდა.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ქალაქის ხელმძღვანელმა მათ საახალწლო ნობათი გადასცა.

შეხევდრის ამსახველ ფოტოებს მერია ავრცელებს.

ფოტოების მიხედვით, შეხვედრაზე მწერალი ჯემალ ინჯია, ექიმი შალვა კეჩხუაშვილი, მწერალი ვანო ჩხიკვაძე, გორიჯვრის ეკლესიის აღმდგენელი და რაიკომის ყოფილი მდივანი რეზო აბრამიშვილი ესწრებოდნენ.

ქალაქის მერი და საპატიო მოქალაქეები მეუფე ანდრიამ დალოცა.









Print

სტატიის გამოყენების პირობები