ახალი ამბები
ქვახვრელში სასმელი წყლის პროექტის დასრულებამდე 3 დღე დარჩა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის პროექტის დასრულებამდე სამი დღე დარჩა.

ხელშეკრულების მიხედვით, დაახლოებით 800 000 ლარის ღირებულების სამუშაო 2016 წლის 24 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო.

მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, სამშენებლო კომპანიას  ვადა 20 იანვრამდე მისცეს.

სამუშაოები კი, ვადის გაგრძელებიდან დღემდე არც კი, ჩატარებულა.

ქვახვრელის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, 2016 წლის დეკემბრის ბოლოს, ერთმანეთს შიდა ქართლის გუბერნატორი იოსებ ოქრომელიძე და გამგებელი დავით ონიაშვილი დაუპირისპირდნენ.

დავით ონიაშვილი ირწმუნებოდა, რომ ქვახვრელში სამუშაოები 90%-ითაა შესრულებული.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა კი, მოამზადა რეპორტაჟი, სადაც ნათლად ჩანს, შესრულებული სამუშაოების რეალური პროცენტი.

გადათხრილი გზები, ორმოები, თავახდილი ჭები და მილები, გაფიცული მუშები - რომლებსაც შემოდგომის თვეების თანხა მიღებული არა აქვთ.

2016 წლის 24 დეკემბერს გამგეობამ სამშენებლო კომპანიას ვადა გაუგრძელა, თუმცა, ამ ერთი თვის განმავლობაში, სამუშაოები არ გაგრძელებულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები