ახალი ამბები
ახალგორში რუსული სკოლა შენდება
ახალგორის ცენტრში რუსული სკოლა შენდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს წარმომადგენლის ცნობით, ორსართულიანი შენობა 135 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

სამუშაოებს რუსული კომპანია ,,,СоюзСтройПроект"-ი ახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, სამუშაოები 2017 წელს დასრულდება.

ჯამური ღირებულება 141 მლნ რუბლს შეადგენს.

,,სკოლაში იქნება სპორტული დარბაზი, კეთილმოწყობილი ოთახები, ეზოში სკვერი მოეწყობა" - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი ვლადიმერ ფილიევი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები