ახალი ამბები
ჩუმათელეთში მაისიდან ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება იგეგმება
2017 წლის მაისის ბოლოს ჩუმათელეში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება.

ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განუცხადეს.

კომპანია ,,სქართველო - ურბან - ენერჯის" დირექტორის, ნოდარ კურტანიძის განცხადებით, სამუშაოები 4 წელიწადში დასრულდება.

პროექტის პრეზენტაცია დღეს 17 სექტემბერს სურამში გაიმართა.

პრეზენტაციას ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე, კომპანია „საქართველო - ურბან ენერჯის“ დირექტორი ნოდარ კურტანიძე და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

კურტანიძის თქმით, სამშენებლო სამუშაოებს თურქულ კომპანიის „ანადოლუ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „საქართველო-ურბან ენერჯი“ შეასრულებს.

,,ამჟამად, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ქარის ელსადგურთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია. ამ ეტაპისთვის მხარეები ელექტროენერგიის შესყიდვის დეტალებს ვაზუსტებთ. ჩუმათელეთის ელექტროსადგურის სიმძლავრე 120-180 - მდე მეგავატი უნდა იყოს" - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ცნობისათვის, გორის ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე 20 მგვ-ია.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სამუსაოებზე 200 - მდე ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები