ახალი ამბები
სარემონტო სამუშაოების გამო კეცხოველის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია
სადგურის დასახლებაში, კერძოდ, კეცხოველის ქუჩაზე საავტომობილო მანქანების მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

ამის მიზეზი მიმდინარე საგზაო სამშენებლო სამუშაოებია.

გორი-კასპის დამაკავშირებელი გზის აღნიშნული მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს კეცხოველის ქუჩის, გორიჯვრის ქუჩის და გორიჯვრის ჩიხის სანიაღვრე სისტემის, ეზოში შესასვლელებისა და ტროტუარების მოწყობას. პროექტის ღირებულება შეადგენს 2 011 008 ლარს. 





Print

სტატიის გამოყენების პირობები