ახალი ამბები
,,ანტი რომეო და ჯულიეტად" შეფასებული ,,ფრეკენ ჟული" გორის თეატრის სცენაზე დაიდგმება
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გორის თეატრში სპექტაკლი ,,ჟული" დაიდგმება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თეატრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

თეატრის პრეს-სამსახურის ცნობით, წარმოდგენა 22 იანვარს საღამოს 9 საათზე გაიმართება.

გასული წლის გაზაფხულზე იგივე სპექტაკლი სამეფო თეატრის სცენაზეც ითამაშეს.

,,სპექტაკლი, რომელიც თანაბარი სითამამით ლაპარაკობს სიყვარულზე, სიკვდილზე და თეატრზე - აუგუსტ სტრინდბერგის მე-19 საუკუნის შედევრი კრიტიკოსებმა მსოფლიო დრამატურგიის "ანტი-რომეო და ჯულიეტად" შერაცხეს. ქალისა და მამაკაცის მარადიული ბრძოლა, სადაც ორივე მუდამ დამარცხებისთვისაა განწირული" - ასეთი წარწერა ჰქონდა სპექტაკლს სამეფო უბნის თეატრში.

გორის თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, ავგუსტ სტრინდბერგის "ფრეკენ ჟული"-ს მიხედვით, სპექტაკლი ,,ჟული" შვედურიდან თარგმნა დავით გაბუნიამ.

რეჟისორი - ილია ქორქაშვილი ტექსტის ადაპტაცია - ელენე ფასური მხატვარი - ქეთი ნადიბაიძე კომპოზიტორი - ზურაბ ბაბუნაშვილი. ტექნიკური რეჟისორი - სოფი დრულევი მონაწილეობენ: გვანცა კანდელაკი, ამირან ქაჩიბაია, თეკლა მარჯანიშვილი ქორო - კოტე კახიშვილი, მარი არღუთაშვილი, ნინო გოჩიაშვილი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები