ახალი ამბები
ხაშურში დიდთოვლობის გამო დენი 3400 აბონენტს შეუწყდა
დღეს, დილიდან, ქალაქ ხაშურში და რაიონის რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა.

..ენერგოპრო ჯორჯიას“ წარმომადგენლის ცნობით, 3400 აბონენტს ელექტროენერგია დიდთოვლოს გამო, შეუწყდა.

„კომპანიის წარმომადგენლები გასულები არიან ადგილზე და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აბონენტების ნაწილს დენის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება“ - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი თამინა დოგრაშვილი.

მისი განმარტებით, მდგომარეობა მთლიანად 16 საათისათვის გამოსწორდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები